top of page
pattern caucaspack
ჩვენს შესახებ

kavkasfeqi

შპს "კავკასპაკი" ახორციელებს სურსათის ერთჯერადი შესაფუთი მასალების წარმოებას r-PET გადაუმუშავებელი გრანულებისა და მეორადი ფანტელისგან. „კავკასფექი“ ერთჯერადი შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2007 წელს თბილისში დაფუძნდა. თავდაპირველად კომპანიის საქმიანობა მხოლოდ კვერცხის შესანახი ფირფიტების წარმოებას მოიცავდა, თუმცა მოგვიანებით, ბაზრის ტენდენციების ცვლასთან ერთად, კომპანიის წარმოება გაფართოვდა და პროდუქციის ასორტიმენტიც გაიზარდა.

2010 წლიდან ,,კავკასფექმა’’ საწარმო გახსნა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ინდუსტრიულ ზონაში, ქალაქ რუსთავში.

 

დღესდღეობით კომპანია აწარმოებს როგორც კვერცხის შესაფუთ კონტეინერებს, ასევე კონტეინერებს მზა საკვებისთვის, Take Away სერვისისა და საკონდიტროებისათვის. ჩვენი პარტნიორები არიან: Spar, საგარეჯო, Blueberry, ეფკო, აგროლეინი, მესხეთის მეფრინველეობა, ფენიქსი, თელეთის მეფრინველეობის ფაბრიკა, მადაგონი, დელფუდი, აგროსთორი, აგრითაჩი, Carrefour, ბახლავა, Fresco, აგროჰაბი, პლანტა,, ტიფლისი ბაქლავა, ქობულეთური, უნივერსამი, პატარძეული, Blueberry Farm, კოდა, სავანეთი, ელდორადო, ნიკორა, სანტე, ვაკე, ზღაპარი, ენერგო - პრო ჯორჯია, სუფთა წყალი, სმარტი, ბანქი ქართუ, სოფლის ნობათი, დილის პროდუქტები, კუმისი, საქართველოს ეროვნული ბანკი, წისქვილი, ტელეიმედი, ტკბილი ქვეყანა.

 

,,კავკასფექი“  მასალების მწარმოებელთა ასოციაციის (კლასტერის) წევრია. ორგანიზაცია ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით შეიქმნა. იგი მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების ინდუსტრიისა და მისი წევრი კომპანიების დახმარებასა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ასოციაცია თბილისში, იმერეთსა და კახეთში მოქმედ შესაფუთი მასალების მწარმოებლებს აერთიანებს.

8 copy.jpg

xedva da misia

pattern caucaspack
vision factory

,,კავკასფექის’’, როგორც  შესაფუთი მასალების წარმოების ბაზრის ლიდერი კომპანიის უმთავრესი მისიაა, მაქსიმალურად განვითარდეს. ამისათვის ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით საერთაშორისო ბაზრის დინამიკას, არ ჩამოვრჩებით უახლეს ტენდენციებს და, რაც მთავარია, არასდროს ვუშინდებით სიახლეებსა და გამოწვევებს.

        ჩვენთვის პრიორიტეტულია:

 

  • გარემოზე ზრუნვა - ჩვენი პროდუქცია პლასტმასის გადამუშავების შედეგად მზადდება, რაც ხელს უწყობს გარემოში ნარჩენების შემცირებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

  • მაღალი ხარისხი - ჩვენ ვზრუნავთ, რომ ნებისმიერი პროდუქტი (ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით) საბოლოო მომხმარებლამდე უსაფრთხოდ მივიდეს. მალფუჭებადი პროდუქტის,,კავკასფექის” კონტეინერებში მოთავსებისას მისი შენახვის ვადა (Shelf Life) გაცილებით უფრო ხანგრძლივია.

  • სანდოობა - წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება და მრავალრიცხოვანი სია იმ კომპანიებისა, რომლებთანაც წარმატებით ვთანამშრომლობთ, ჩვენთვის სწორედ ის მამოძრავებელი ძალაა, რომელიც სიახლეების დანერგვასა და განვითარებისაკენ გვიბიძგებს.

  • ექსპორტი - გავაცნოთ ჩვენი ქართული პროდუქცია მსოფლიო ბაზარს.

pattern caucaspack_edited.png

შპს. ,,კავკასფექი“, როგორც სურსათის ერთჯერადი r-PET შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია,  იღებს ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას უზრუნველყოს წარმოებული პროდუქტის უვნებლობა და ხარისხი საკანონმდებლო, კლიენტისა და BRCGS Packaging Materials სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. კომპანიის ხედვაა ვიყოთ სტაბილურობის, უვნებლობის, ხარისხის გარანტი და ვფლობდეთ ლიდერის პოზიციას შესაფუთი მასალების წარმოება-მიწოდების სეგმენტში.

 

კომპანიის მიერ შემუშავებული უვნებლობისა და ხარისხის პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებებია:

  • გათვალისწინებული იყოს უვნებლობასა და ხარისხთან დაკავშირებული საკითხები კომპანიის საქმიანობებში და გამოყოფილი იყოს ინფრასტრუქტურული, ადამიანური თუ სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული სათანადო რესურსი

  • ჩამოყალიბებული და შენარჩუნებული იყოს შედეგიანი HARA სისტემა, სათანადო ჰიგიენისა და წარმოების პრაქტიკები

  • მიღწეული იყოს კლიენტების კმაყოფილება

  • ორიენტირებული იყოს პროდუქტის უვნებლობისა და ხარისხის კულტურის მუდმივ გაუმჯობესებაზე

  • მიმართული იყოს პერსონალის კომპეტენციისა და პროაქტიულობის ამაღლებაზე სათანადო ტრენინგების დაგეგმვითა და აქტიური კომუნიკაციით

  • ჩამოყალიბებული და შენარჩუნებული იყოს შედეგიანი გარე და შიდა კომუნიკაციის არხები პროდუქტის უვნებლობის, ხარისხის, საკანონმდებლო და კლიენტის მოთხოვნების შესაბამისად სასურსათო ჯაჭვის გასწვრივ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან

  • უზრუნველყოფილი იყოს კომპანიის მდგრადი ფინანსური მდგომარეობა სისტემის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის

  • შენარჩუნებული იყოს გაყიდვების მდგრადი და მზარდი ტენდენცია არსებულ და ახალ ბაზრებზე

  • გათვალისწინებული იყოს საკანონმდებლო, მარეგულირებელი, კლიენტისა და არსებული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნები პროდუქტის უვნებლობასთან, ხარისხთან, პროდუქტის დაცვასა და ფალსიფიკაციასთან მიმართებით.

1Z4A9834 copy.jpg
pattern caucaspack_edited.png

შპს „კავკასპაკი“ ისწრაფვის იყოს საიმედო პარტნიორი როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი პარტნიორებისთვის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის შესაბამისი სტანდარტებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით გაუწიოს მათ საიმედო, სტაბილური მომსახურება და მიაწოდოს მოთხოვნილი ხარისხის პროდუქცია.

ზემოაღნიშნულის მისაღწევად, საერთაშორისო სტანდარტების ISO 14001 და ISO 45001 მოთხოვნების შესაბამისად ორგანიზაცია ნერგავს ინტეგრირებულ მენეჯმენტის სისტემას.  

შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოება

შპს „კავკასპაკი“ იღებს პასუხისმგებლობას დაშავებებისა და ავადობების თავიდან ასაცილებლად, უზრუნველყოს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო როგორც საკუთარი თანამშრომლებისთვის, ასევე კონტრაქტორებისა და ვიზიტორებისთვის. 

ორგანიზაცია  ისწრაფვის

  • შეინარჩუნოს უსაფრთხო, ჯანსაღი სამუშაო გარემო და მინიმუმამდე შეამცირის ინციდენტების მოხდენის ალბათობა;

  • შრომის უსაფრთხოების საკითხების მართვისას, მათ შორის რისკების შეფასებისას, მაქსიმალურად უზრუნველყოს თანამშრომელთა ჩართულობა და მათი ინტერესების გათვალისწინება;

  • საქმიანობის პროცესში დაიცვას საკანონმდებლო და სხვა მოთხოვნები;

  • კონსულტაციის, ინსტრუქტაჟისა და ტრენინგების მეშვეობით უზრუნველყოს პერსონალი საკმარისი ინფორმაციით შრომის უსაფრთხოების საკითხებთან და სამუშაო უბნებზე არსებულ საფრთხეებთან დაკავშირებით; 

  • განახორციელოს ოპერაციული კონტროლი და მონიტორინგი, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ჰიგიენისა და უსაფრთხოებისა მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობისა და ეფექტურობის ზრდას.  

 

გარემოს დაცვა

შპს „კავკასპაკი“ აცნობიერებს და ობიექტურად აფასებს მისი საქმიანობის გავლენას გარემოზე. ის კისრულობს პასუხისმგებლობას შეიმუშაოს და დაიცვას გარემოზე ზრუნვის მაღალი სტანდარტი.

ორგანიზაცია ისწრაფვის:

  • შეიმუშაოს და შეინარჩუნოს შედეგიანი გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემა;

  • კონსულტაციის, ინსტრუქტაჟისა და ტრენინგების მეშვეობით მუდმივად განახორციელოს თანამშრომლების გათვითცნობიერება გარემოს მოვლის საჭიროების შესახებ;

  • დაიცვას გარემოს დაცვითი საკანონმდებლო და დაინტერესებული მხარეების მოთხოვნები;

  • ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას, ეკოსისტემის და ბიომრავალფეროვნების დაცვას; 

  • გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირების მიზნით, წარმოების პროცესში გამოიყენოს მეორადი პლასტიკი; 

  • ოპერაციული კონტროლისა და მონიტორინგის გზით გაზარდოს გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემის შედეგიანობა და ეფექტურობა.  

1Z4A9834 copy.jpg

warmoeba

ტექნოლოგიების დახვეწასა და განვითარების კვალდაკვალ პერიოდულად ხდება საჭირო დანადგარების განახლება ან მათი შეცვლა. 2017 წლიდან ,,კავკასფექის“ საწარმოსთვის უახლესი დანადგარების შესაძენად რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია განხორციელდა.

,,კავკასფექის” საწარმო პროფესიონალი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც კვალიფიკაციის ასამაღლებლად სისტემატურად გადიან ტრენინგებს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, რათა ყოველთვის იყვნენ ინფორმირებული სიახლეების შესახებ და შეინარჩუნონ ის უმაღლესი ხარისხი, რომელიც ჩვენი კომპანიის დაარსების დღიდან ჩვენთვის პრიორიტეტია.

sertifikatebi

bottom of page